ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის,საავტომობილო გზებზე განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს.

„სოფელ სარფის ცენტრალურ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა, ასევე მცირე მეწყერებია ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია, როგორც  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა, ყველა შემოსულ შეტყობინებაზე კეთდება შესაბამისი რეაგირება“,-აცხადებენ, ხელვაჩაურის მერიაში.


გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძრვანელობასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აკვირდებიან.