საგარეჯოში, ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს. ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კლინიკაში რჩება.
მოკლულ მამაკაცს, 36 წლის იაშარ ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა საკუთარ სახლში მიაყენეს. სავარაუდო დამნაშავე 40 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო. მოკლულის ოჯახი ინფორმაციით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად. ამ ფაქტის გამო კი ქალის ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.