„საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში უამრავი პროგრესი, უამრავი ცვლილება განხორციელდა და ჩაეყარა საფუძველი უამრავ რეფორმას. შესაბამისად, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ახლა უკვე ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს“, – ამის შესახებ გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა დღეს საერთაშორისო კონფერენციზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერო- ქალთა ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ქალთა უფლებებისა და გენდერული ბალანსის დასაცავად.

საბინე მახლმა  აღნიშნა, რომ რეაბილიტაცისა და რესოციალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია მსჯავრდადებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობის, სტიგმატიზაციის დაძლევის გარეშე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მარტო შესაბამისი პროგრამების არსებობა, არამედ მათი აღსრულება და რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა სამაგალითოა.

„საქართველო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ მიმართულებით... ეს პროგრამები ძალიან კარგია და არა მარტო საკანონმდებლო დონეზე, არამედ პრაქტიკაშიც უნდა ხორციელდებოდეს და გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას ამ პროგრამების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ თვითონაც ვმონაწილეობთ ამ კონკრეტულ ინიციატივებში“, – აღნიშნა მან.