ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შიდა აუდიტის და ტყითსარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 7 508,8 ლარი შეადგინა.
ცხრა პირის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა და უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.