დღეს დილით, თბილისში მუხიანი მე-4 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.