ხობის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ახლგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "აიპრესი" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.