ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია, შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია, შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
კითხვაზე, რას უკავშირებს გამოძიების დაწყებას, ბაჩიაშვილი პასუხობს:
„არ ვიცი, მეც გაოგნებული ვარ. 8 წლის შემდეგ, როგორ შეიძლება დააბრალო. ქვეყანაში 3 კვირის წინ ჩამოვედი. ქვეყნის დატოვება, რომ მდომებოდა, საერთოდ არ ჩამოვიდოდი. ამ ეტაპზე დეტალებში არ შევალ. ამასთან დაკავშირებით განმარტებას ადვოკატი გააკეთებს“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.