დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილს მერს, გიორგი ტატუნაშვილის, ავტომობილით გადაადგილების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლი დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობდ და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას და შენახვას გულისხმობს.
უწყებაში ამ დროისთვის არ აცხადებენ, არის თუ არა ვინმე ფაქტზე დაკავებული.