დღევანდელ სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
შესაძლოა მოსამართლემ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადოს.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.