2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ პარლამენტის ყოფილ წევრს, დავით ლორთქიფანიძეს უსმენენ, რომელიც 2009 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის შემდეგ მომხდარ მოვლენებს ეხება. 

დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სულიკო ასათიანი გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად აცხადებენ რომ ის დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა, ამბობს, რომ ის იყო ნაწამები და საკუთარი თვალით ნახა რომ გარდაცვლილს თვალი ჰქონდა ამოთხრილი, ყელი გამოგლეჯი და ხელები დამტვრეული. 

"გაოგნებული დავრჩი, გასვენებაში 10-15 კაცი თუ იქნებოდა. გამიკვირდა, ვიფიქრე ხომ არ დავაგვიანეთ, მოვიკითხე და მითხრეს, თუ არ შეწუხდებით გვერდზე გამოგვყევითო. სადაც ცხონებული სულიკოს ოჯახია, გვერდით იყო ყოფილი სკოლის შენობა და იქ ეყენა კამერა. ორი ადამიანი იყო, რომლებიც იწერდნენ ყველაფერს. აქ ვინ მოვა პანაშვიდზე, მათ იწერენ, მერე საღამოს მიდიან ოჯახში, აშინებენ, ეუბნებოდნენ, არ გაბედოთ მისვლა, რომ ისინი არიან მოღალატეები, კრემლის შემოყვანა უნდოდათ საქართველოში და ა.შ.

შევედი მიცვალებულის პატივსაცემად ოჯახში და ქალბატონი შორენა, ბატონი სულიკოს მეუღლე მეუბნება, დათო გული ხომ გაქვს ძლიერი, რაღაც უნდა გაჩვენოო, თუ რამე შეიკავე თავიო. არა, მაჩვენეთქო - მივიდა, გადახადა მიცვალებულს და ჩემი თავლით დავინახე, ადამიანს თვალი ჰქონდა გამოთხრილი, მარცხენა თვალი და დაფარებული ჰქონდა თეთრი, სპეციალურ ხსნარში დამუშავებული ბინტი. ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, ანალოგიურად იქაც ჰქონდა დაფარებული, ხელები ჰქონდა დამტვრეული. და მითხრა, შეიძლება დენს რამე გაეკეთებინაო?

ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს, ყველამ იცის, რომ სულიკო ასათიანი დენს არ მოუკლავს, არც შეტაკებაში დაღუპულა.ის წაიყვანეს და როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, სამწუხაროდ ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია, მცხეთის იზოლატორში აწამეს და წამებაში ამოხადეს სული." - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. 

ასევე თქვა, „სულიკო ასათიანს პირადად ვიცნობდი და არაერთხელ ვნახე ამ აქციების დროს. აქციები ტარდებოდა რუსთაველზეც, ტელევიზიასთან და სულიკო იყო ერთ-ერთი აქტიური ადამიანი. როდესაც გავიგე ეს ამბავი, ბუნებრივია, დავინტერესდი, მოვიკითხე ეს ყველაფერი. დილით, 27 მაისს სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში. ქუთაისში გამოუცხადეს, დენით გარდაიცვალაო, რაზედაც ჰკითხა, სულ დაწვითო? ასეთი რეაქცია ჰქონდა. იმდენად ბოროტები იყვნენ, ინსტინქტურად უთხრა, მთლიანად დაწვით, თუ რამე დატოვეთო. აუხსნეს რაღაცები, რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა. მან მოითხოვა წყალი და აქ დაუშვა დიდი შეცდომა. დალია წყალი და როგორც აღმოჩნდა, მასში გაურიეს რაღაც ნივთიერება. რასაც ვლაპარაკობ, ამაზე პასუხს ვაგებ და პირადად ვარ ამისი მომსწრე, შემსწრე და ამ ახალგაზრდას ამის გამო შემდეგ დაემართა სერიოზული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა. გაურიეს რაღაც ნივთიერება, რომელმაც მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. "