ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბადრი ესებუა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 წლიანი ძებნის შემდეგ 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. რის შემდეგ სახელმწიფო მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. სწორედ ამ ფაქტზე გამოიტანა 2023 წლის 5 აპრილს ზუგდიდის სასამართლომ გადაწყვეტილება და ესებუას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ძებნილ პირს კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. ( სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი, წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ბრალდებულს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებულს 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 2022 წლის 21 ოქტომბერს 12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი 43 ადამიანი გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხიდან ტყეში გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს ითხოვდა. 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა ბანკის შენობა დატოვა და ხელებზე თოკმობმული გამოიყვანა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შემდეგ კი მძევლებს ჩაენაცვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ძმა ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას დაკავების დროს ავტომანქანაში აღმოჩნდა, 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.
ბადრის ესებუას ძმას ზუგდიდის რაიონულამ სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა
2020 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა