შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობებს: 1997 წელს დაბადებულ გ.ლ. - ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ქ.- ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი - გ.ლ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჯ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.