ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის 150 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სოფელი ცხრაწყარო ტრადიციული ფესტივალის - "სულიკო" - ს მასპინძელი იყო. სახალხო ზეიმში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით , "სულიკო 2024" - ის გრანპრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა.
ფესტივალის სამი საპრიზო ადგილი კი ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი - "ზესტაფონი" ( ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი) მეორე ადგილი - ანსამბლი "ხარაგაული" ( ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) მესამე ადგილი - ანსამბლი "მასპინძელო" ( თერჯოლის მუნიციპალიტეტი) გამარჯვებულ მონაწილეებს ფესტივალზე დაწესებული ფულადი ჯილდო, სიგელები და ფასიანი საჩუქრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან კიკნაველიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა გადასცეს. ღონისძიებას ზესტაფონში სტუმრად მყოფი დამეგობრებული ქალაქების - (ტჩევი - პოლონეთი, ტაურაგე - ლიეტუვა) დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.
გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს საფუძველი 80 - იან წლებში ჩაეყარა. მას შემდეგ, ცხრაწყაროს იმერულ ეზოში, "სულიკოს" დასამღერებლად ყოველ წელს იკრიბებოდნენ მუსიკალური კოლექტივები, რამაც "ვარინკობა" სახალხო დღესასწაულად აქცია.