ზესტაფონის მერია, სოფელ განთიადში საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი იგება.
გზის მოწყობის სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან და სოფლის დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. "მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და სულ ცოტა ხანში ადგილობრივი მოსახლეობა, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებს ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას, რაც მათთვის დიდი შეღავათი იქნება. რეაბილიტირებული გზით სოფელ დიდ განთიადთან დაკავშირებაც არის შესაძლებელი", - ვასილ გველესიანი გზის რეაბილიტაციას შპს " ალპედე" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 697 358 ლარია.