ყვარლის მუნიციპალიტეტში, სამარშრუტო ტაქსს, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სამი ბავშვი მოტეხილობებით კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა მიიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.








