ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში,ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.