ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, მდინარე ალაზანში 25 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ, დაიხრჩო. 

არსებული  ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად მყოფი ახალგაზრდა  მდინარეში საბანაოდ შევიდა.
მამაკაცი  მორევმა ჩაითრია და მისი დახმარება ვერავინ შეძლო. 

გარდაცვლილის ცხედარს მაშველებმა  რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მიაკვლიეს.

ფაქტზე დაწყებულია  გამოძიება.