საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი მონაკვეთის (ნაქერალას უღელტეხილი) რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთსა და რაჭას. გზა გადის რამდენიმე სოფელთან, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტთან და ეკლესია-მონასტრებთან. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის, ახალი რკინა-ბეტონის მილები, გაბიონის კედლები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და სხვა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსდება.