დიდთოვლობის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა ზვავში მოყვა და დაახლოებით 50-მდე სული დაიხოცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მწყემსებმა ცხავრი ღამის სადგომისგომისკენ გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი. მეცხვარე ზვავში მოყვა და ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისათვის, დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ყოველ წელს ოქტომბრიდან მაისის ნახევრამდე იკეტება. თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში.