აქცენტი ბოლო ოთხ წელიწადში განხორციელებულ სამუშაოებსა და სოციალურ პროგრამებზე გაკეთდა.

როგორც მერმა განმარტა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ- ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად ვრცლად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომლებიც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, სასმელი წყლის ქსელისა და სანიაღვრე არხების გაკეთება, წყალარინების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტი, მაღალმთიან ზონაში გზების რეაბილიტაციის, ხიდის აგების, სკვერების, მოსაცდელების რეაბილიტაციის პროექტები, აქცენტები გააკეთა მზარდ ბიუჯეტზე, სოციალურ პროგრამებზე, მუნიციპალურ სერვისებზე.

,,2022-2025 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 500-ზე მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე. მთავარი ძალა და მოტივაცია ყოველთვის ჩვენი მოქალაქეები არიან. წყალტუბოელების გვერდში დგომით ვქმნით უკეთეს მომავალს. ჩვენ მკაფიო ხედვა გვაქვს – წყალტუბო უნდა განვითარდეს როგორც თანამედროვე სამკურნალო კურორტი და ადამიანებზე მორგებული სერვისების ქალაქი,“ – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.

მერმა მუნიციპალიტეტის საზოგადოებას გააცნო კურორტის განვითარების სტრატეგია, სადაც მთავარი ყურადღება ეთმობა ტურიზმის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერის მოადგილეები გრიგოლ ყურაშვილი და გია კვასტიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მერის მიზანმიმართული ზრუნვა მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.