აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და პოტენციალს სხვადასხვა მიმართულებით.
ქვეყნებს შორის პარტნიორობა მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის მიმართულებებს. პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. აღსანიშნავია, რომ მუდმივად იმართება მაღალი რანგის ვიზიტები და ღონისძიებები, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.