Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000 ლარით დაფინანსდება.

 აღნიშნული თანხით ვარციხის ბიზნეს განვითარების და ტურიზმის მომსახურების ცენტრის შენობაში ღვინის ლაბორატორია მოეწყობა. ️ღვინის ლაბორატორიის შემდგომ ოპერირებას იმერული ღვინის ასოციაცია განახორციელებს და ღვინის მწარმოებლებს მაღალი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ სერვისს მიაწოდებს. აღნიშნული ღვინის ლაბორატორიით ისარგებლებს, როგორც ბაღდათის, ასევე იმერეთის რეგიონის და დასავლეთ საქართველოს მეღვინეები. რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებას და მეღვინეების შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს.