საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანს და წერაქვს შორის მდებარეობს, იწყება სოფელ შაუმიანთან, გაივლის სოფელ აკულარსა და სიონს და მთავრდება სოფელ წერაქვთან.
გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ - საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონების და გასაჩერებელი მოედნების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7.7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.