დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, რწმუნებულის მოადგილე, გიორგი ნადარაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან და მერის მოადგილესთან , ნანა ზარანდიასთან, სენაკში, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ; ცენტრის დირექტორთან, ლევან ტყებუჩავასთან ერთად, არსებულ საჭიროებებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს; ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომა მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.

სასაჩუქრე ნობათები კვების ცენტრის 235 ბენეფიციარმა და მათმა ოჯახებმა მიიღო.

სადღესასწაულო ნობათში 10 სხვადასხვა სახეობის პროდუქტია და ღირებულება 11 900 ლარს შეადგენს.