საქართველოში პირველად მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა იმუშავა.

საჯარო კონსულტაცია ინოვაციური მეთოდოლოგიის - სამოქალაქო ლაბორატორიის (Civiclab) გამოყენებით  წარიმართა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩაერთნენ.

მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მუნიციპალიტეტისთვის საკუთარი შეხედულებები და იდეები გაეზიარებინათ.

საკონსულტაციო შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრას მოქალაქეებთან ერთად საჯარო მოხელეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.