წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ეროვნული დღესასწაულის - 26 მაისის მნიშვნელობასა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ღვაწლზე ისაუბრეს. ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქის N 1 საჯარო სკოლამ წარმოადგინა მუსიკალური კომპოზიცია- ,, საქართველო’’. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო გამოფენა - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ჩატარდა სპორტული აქტივობები, ასევე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.