სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სრულდება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დასუფთავების, ახალი ინვენტარის შეძენის და განთავსების პროცედურები.



 რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები , შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა. 
 შესრულებული სარეაბილიტახიო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთამ ერთად დაათვალიერა.  დავით ბახტაძე- ,,მოხარული ვარ, რომ ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. მჯერა, სკოლის მოსწავლეები მეტ წარმატებას მიაღწევენ და სამტრედიას ასახელებენ. წარმატებები მინდა ვუსურვო სამუსიკო სკოლოს თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგს.''
 მე-2 სამუსიკო სკოლაში ამ ეტაპზე 130 მოსწავლე სწავლობს. 
 მე-2 სამუსიკო სკოლის დირექტორი ნანა ქანთარია-,,ახალ სასწავლო წელს ახალ გარემოში ვხვდებით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მერს, ბატონ დავითს იმისათვის, რომ წლების მანძილზე ველოდებოდით განახლებულ გარემოში სასწავლო პროცესის დაწყებას და მიმდინარე წლის სექტემბერი გამორჩეული იქნება სკოლისთვის და მთლიანად ამ დასახლებისთვის.''