საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. შემთხვევის შედაგად, არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.