პირველადი ინფორმაციით, იმერეთში კაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა. შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცმა ყოფილ სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,აიპრესს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 117 ე მუხლით დაიწყო.