2008 წლის 8 აგვისტოს 17 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების - თეიმურაზ ჭიტაძის, თამაზ ნიკიტინისა და ზაურ თენიეშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ, ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.