დასავლეთ საქართველოში ისევ სტიქიას ებრძვიან. რთული რელიეფი და ინტენსიური თოვა სამუშაოებს ართულებს. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ათობით სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, კრიტიკულ მნიშვნელოვან ლოკაციებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.
"კრიტიკულ მნიშვნელოვან ლოკაციებზე, რომელზეც მუშაობა ღამის განმავლობაშიც გრძელდებოდა, უფრო მეტი ძალებით შევდივართ. ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენს ყველა მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. ასევე, მინდა აღვნიშნო, გუშინ სხვადასხვა ოპოზიციონერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როდესაც ერთ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ზემოქმედებს ჩვენს თანამოქალაქეებზე, თითქოს თოვლში მოყოლილი არიან ადამიანები და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და არც კი შერცხვათ. ეს არის დანაშაული ამ ადამიანების მიერ ჩვენს თანამოქალაქეებზე ზემოქმედების გამო," - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.