საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ახლადრეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა გახსნეს.

 სკოლა გათვლილია 800 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება, რომელიც სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” განახორციელა, 8 მილიონ ლარს შეადგენს.