ხულოში, სოფელ ყინჩაურში, მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა აქ მცხოვრებლებს. მეწყერმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ერთი ხიდი.  ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, შესაბამისი სამსახურები.

ხულოს მუნიციპალიტეტში 43 ოჯახი იქნა გაყვანილი უსაფრთხო ადგილას.

„ყველა სამსახური მობილიზებულია, მთელი ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით მეწყრულ პროცესებს. ასევე, ტარდებოდა პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის, აჭარის საგზაო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო გზის აღდგენითი სამუშაოები. მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. მუნიციპალიტეტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ხულოს  მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე, პირადად ვუპასუხებ ზარებს. მზად ვართ დავეხმაროთ ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ექნება“ - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
 
საგანგებო რეჟიმში გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის  და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.