ამ ეტაპზე, ხულოში, მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით 11 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები 200-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზეა აქტიური.
საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების გაუმჯობესება, მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება, საზაფხულო იალაღებისათვის უწყვეტი და ხარისხიანი ელექტრომომარაგებით უზრუნვლყოფა მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებას - ვახტანგ ბერიძე
გარდა ამისა, ხულოში სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს აჭარის მთავრობა და საქვეუწყებო დაწესებულებები