ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული 16 სოციალური პროგრამა ხორცილდება, მათ შორის სამი ახალი.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამები:
• მრავალშვილიან ოჯახებზე ფინანსური დახმარება;
• სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
• დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
• ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახერბზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• ბავშვთა რეაბილიტაციიის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება;
• მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდით მომსახურება;
• ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა;
• მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
• მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსური დახმერბის გაწევა;
• შშმ ბავშვებისათვის კლიმატოთერაპიის კურსის ჩატარება;
• ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება;
• ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარებული მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფა;
• მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა;
• მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
• უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;