გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი (დაჭრილი მერქანი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.