სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, 1 მილიარდი ლარის ღირებულების, უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებით გათვალისწინებულია 3 სართულიანი შენობის და ეზოს სრული რეაბილიტაცია: რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; ეწყობა წინაფრა და სარინელი, იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სასადილო და სპორტული დარბაზი.
ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
რებილიტირდება სკოლის ეზო, მოეწყობა მრავალფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და რეკრეაციული გამწვანებული სივრცე; იგება ბეტონის საფარი.
სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით; ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ეწყობა ადაპტირებული სველი წერტილები, ლიფტი (ამწე) და პანდუსები.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სასადილო.
რეაბილიტაციის მიმდინარეობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
1 200 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. შედეგად 2024 წლის გაზაფხულიდან სრულად რეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით გამყოფი სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლელ ბერშუეთის 160 მოსწავლე და 32 თანამშრომელი ისარგებლებს.