მაქსიმალურად ყველა უწყება, სამთავრობო დონეზე იქნება თუ სხვა მზად არიან აღმოუჩინონ დახმარება ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა ოზურგეთში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა.

„ათწლეულობის განმავლობაში მსგავსი სტიქია არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. მობილიზებულია სრულიად ჩვენი სახელმწიფო, ყველა უწყება ჩართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მალე აღმოუჩინონ დახმარება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას ვისაც ესაჭიროება ჩვენი ყურადღება და გვერდში დგომა. მაქსიმალურად ყველა უწყება, სამთავრობო დონეზე იქნება თუ სხვა მზად არიან აღმოუჩინონ დახმარება ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, გურიაში ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი და შს მინისტრი ჩავიდნენ. ოზურგეთში რჩებიან მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მმართველი გუნდის წარმომადგენლები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.