ფოთის მერი  ბექა ვაჭარაძე ღვაწლმოსილ მსახიობს ნიარა ჭიჭინაძეს შეხვდა და 80 წლის იუბილე მიულოცა.

ქალბატონი ნიარა 1972 წლიდან ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 55-ზე მეტი როლი.

„ქალბატონი ნიარას სახელი ფოთის სცენასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. განსაკუთრებული სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება თეატრს. მადლობა მინდა გადავუხადო მას მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისა და კულტურის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა.

ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, ნიარა ჭიჭინაძეს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ იგი დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით.