ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება.

მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. დილიდან დაიწყო შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის პრომენადის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.