დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები გადაეცა.
ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, დაჯილდოების ცერემონიალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი მოადგილესთან, გიორგი ლალიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ლელა ფანოზიშვილთან, მაჟორიტარის ბიუროს უფროსთან, გია თათრიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, რომლებმაც კუთვნილი კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს პირადად გადასცეს. პროგრამა სახელწოდებით – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამაა საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა.ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ საბაზისო საფეხურს და საფეხურის ნიშანი აქვთ 10 (ათი) ქულა დამრგვალების გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს 59 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა კომპიუტერი.ღონისძიება მუსიკალურად ჯემალ ბურჯანაძის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელმა ლია ბურჯანაძემ, პედაგოგმა, თეა ხატიაშვილმა და ანსამბლმა „კამერტონმა“ გააფორმა.