დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, 2 წლამდე ასაკის გოგონა, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ბავშვი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.