დავით ვერავა: მარტვილში 2 სკოლას ვაშენებთ, 4 სკოლის რეაბილიტაცია დავასრულეთ

„პროექტი ითვალისწინებს სკოლის შიდა და გარე სივრცის სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. ადრე არსებული სკოლა ავარიული იყო და საფრთხე ექმნებოდა ბავშვების უსაფრთხოებას. მარტვილში განათლების სამინისტრო, ასევე აშენებს სოფელ ტალერის სკოლას, ჩვენ გასულ წელს ამავე მუნიციპალიტეტში დავასრულეთ 4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საჯარო სკოლის  პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების ბიუჯეტი 1 192 079 ლარს შეადგენს.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.