მავნებლის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგო სპეციალური სადგურების („მოიზიდე და გაანადგურე“) განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფები, ფუტკრის დაცვის მიზნით, სადგურებს მხოლოდ არაყვავილოვან (რომელზედაც ფუტკარი არ მიდის) მცენარეებზე ამონტაჟებენ. სამუშაოების დაწყებამდე, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება გზავნილების სისტემის მეშვეობით ხდება.
აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატების და მავნებლის გავრცელების შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმება ტყის მასივების და ჯაგნარების წამლობის კომპლექსური ღონისძიებები; სოფლის ტერიტორიები კი ეგრეთ წოდებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.
ფოტო არქივიდან