სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.
სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
180 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურსს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ გარემოში გააგრძელებენ.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.