მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩოხატაურში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა:მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩოხატაურში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა:
კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხელოვნების სასახლეში სტუდია „მომავლის ბავშვების“ კონცერტი გაიმართა; მოეწყო გასართობი შოუპროგრამა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პროექტის- „დაზოგე ტყე“ ფარგლებში გასართობი, საინფორმაციო და შემეცნებითი სივრცეები მოაწყო; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ენერგოეფექტურობის კარავი განთავსდა.
ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.