გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.