ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და სამართალდამცველები. საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დაკარგული სავარაუდოდ მოზარდია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.


შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი. მისი ინფორმაციით ზღვაში ორი მოზარდი შევიდა. ტალღებიდან ერთმა გამოსვლა შეძლო, ხოლო მეორემ სანაპირომდე ვეღარ გამოცურა. თვითმხილველი უკრაინის მოქალაქეა. ის და ზღვაში დაკარგულის თანმხლები პირები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.
„აქ ვიყავით, ჩვენ ვხედავდით, რომ ორი ახალგაზრდა შევიდა წყალში. სავარაუდოდ, მოზარდები იყვნენ. მესამე მათი თანმხლები, ნაპირზე დარჩა. ორი მათგანი ღრმად შევიდა, ცურავდნენ. უკან რომ მოდიოდნენ, ერთი თითქმის გამოსული იყო, მეორე - ზურგზე დაწვა და ანიშნა, რომ ცურვა აღარ შეეძლო. აქ იყვნენ ბიჭები, რომლებმაც 112 დარეკეს და მოვიდნენ მაშველები. პირველად რომელმაც გამოცურა, ის აიყვანეს ნავზე. მეორეს, ამ დრომდე ეძებენ“,- ამის შესახებ თვითმხილველი, აჭარის ტელევიზიას ესაუბრა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მას შემდეგ მოვიდნენ რაც 112 შე შევიდა შეტყობინება.