წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ დიმში წყლის ჩამომსხმელი ქარხანა დაათვალიერეს. კურორტ საირმეს ეწვივნენ, სადაც მათ სპა ცენტრი, საკურორტო პოლიკლინიკა მოინახულეს და საირმეს წყალი დააგემოვნეს.
წყლის რესურსების დაცვის დღეს მიეძღვნა კონფერენცია სადაც წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი მუნიციპალიტეტების კურორტები საირმე და წყალტუბო პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
აღნიშნულ შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები 2017 წლიდან ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრები არიან.
წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ტურიზმის სამსახურები უწევენ ორგანიზებას.