ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით.
ქალთა საერთაშორისო დღე, ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების ქალ თანამშრომლებს მიულოცეს. მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ქალ მეეზოვეებს საჩუქრები გადასცეს და მათ, მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ზრუნვისთვის.